პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი მოგზაურების, ექსპედიციების და მათი მნიშვნელობის შესახებ. გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე მოგზაურების შესახებ. გაუჩნდებათ ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ეკიპაჟებად: I- ,,ვიქტორია", II- ,,სანტა-მარია",
III- ,,ნინია", IV-,,პინტუ". მოიძიებენ ინფორმაციას გამოჩენილი მოგზაურების ( ქრისტეფორე კოლუმბის, ფერნანდო მაგელანის, ვასკო და გამას, ჯეიმს კუკის და სხვ.) შესახებ. იმსჯელებენ მათ წვლილზე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში.ნახატის სახით წარმოადგენენ მათი მოგზაურობის მარშრუტებს. მოამზადებენ პრეზენტაციას მოძიებული მასალის საფუძველზე.შეადგენენ ბუკლეტებს თითოეულ მოგზაურზე. მასწავლებლის მიერ ჯგუფებს მიეცემათ 4 დავალება: 1) როგორ წარმოედგინათ ძველად დედამიწა? 2) დაადგინეთ რომელი მოგზაურები და რომელი მოგზაურის მარშრუტია გამოსახული გამოსახული სურათებზე? 3) რა არის პორტულანო? ასტროლაბი? 4) წაიკითხეთ თქვენი ,,მოგზაურობის მარშრუტი" ლაბირინთში.
მონაწილეთა
ასაკი: 9-10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 1
თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები:ინფორმაციის
მოძიება და დამუშავება, პრეზენტაცია, ვიქტორინის კითხვარების შედგენა, წყვილებში
და ჯგუფებში მუშაობა, ნახატების და სურათების პრეზენტაცია, სლაიდ -შოუს მომზადება,
ბუკლეტების შექმნა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები
გაიღრმავებენ ცოდნას მოგზაურების შესახებ, განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების და
დამუშავების, პრეზენტაციის,თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს.
სასარგებლო სხვებითვის:მოსწავლეები
ეცნობიან თანატოლების შემოქმედება. გაუღრმავდებათ ინტერესი და ცნობისმოყვარეობა,გაუჩნდებათ
მეტის გაგების უნარი.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება, ქართული, ისტ.
ქართ.IV. მოსწავლე ადექვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის
ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარსს. მიჰყვება მხატრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს
და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს. გადმოსცემს არამხატრული
ტექსტის შინაარსს.
ქართ.IV.3. მოსწავლე უსადაგებს
სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას, მონაწილეობს ჯგუფურ
აქტივობებში; კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას;
ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს; მეტყველებს
გარკვევით და მკაფიოდ.
ბუნება.IV.8 მოსწავლე მსჯელობს
დედამიწის ფორმაზე.
აგროვებს ინფორმაციას მოგზაურებზე და
მსჯელობს მათ წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
კონტურულ რუკაზე დააქვს გამოჩენილი
მოგზაურების მარშრუტები.
პროექტის ფასილიტატორი:ქეთევან
ნანდოშვილი
ელ. ფოსტა:
q.nandoshvili@gmail.com